კარლ ჰარცელი -  მმართველი პარტიისა და ოპოზიციის  შეხვედრამ აჩვენა, რომ ორივე მხარე ვალდებულების ერთგულების კვალდაკვალ, შედეგის მისაღწევად საერთო გზას ეძებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 8 დეკემბერს გამართულ შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება:

„მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრამ აჩვენა, რომ ორივე მხარე ვალდებულების ერთგულების კვალდაკვალ, შედეგის მისაღწევად საერთო გზას ეძებს. პროგრესი ეტაპობრივად მიიღწევა“, - აცხადებს ჰარცელი და ტექსტს შესაბამის ფოტოს ურთავს.

შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს გამართული შეხვედრისას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო