დავით ბაქრაძე - ელემენტარული სამართლებრივი ექსპერტიზითაც კი, რომელიც პარლამენტის სამართლებრივმა დეპარტამენტმა ჩაატარა, ჩანს, რომ ოპოზიციის მიერ შეტანილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

ელემენტარული სამართლებრივი ექსპერტიზითაც კი, რომელიც პარლამენტის სამართლებრივმა დეპარტამენტმა ჩაატარა, ჩანს, რომ ოპოზიციის მიერ შეტანილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, არგუმენტი, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, „იყო სრულად ხელოვნური, არაბუნებრივი და არამართებული, რაც პარლამენტში განხილვის დაწყებამ დაადასტურა”.

„საქმე გვაქვს ძალიან მარტივი ჭეშმარიტების დადგენასთან, რომ ელემენტარული სამართლებრივი ექსპერტიზითაც კი, რომელიც ჩაატარა პარლამენტის სამართლებრივმა დეპარტამენტმა, ჩანს, რომ შეტანილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. როცა კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ყოველთვის მზადდება დასკვნა, რომ ის არის შეუსაბამო კონსტიტუციასთან და ვერ მიეცემა მსვლელობა და გაგრძელება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც ბაქრაძემ განმარტა, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები იყო ოპოზიციის ინიციატივის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დარეგისტრირებულია უკვე და დღევანდელი პარლამენტის ბიუროზე გავიდა.

„ამ ნაწილში ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ეხება პროპორციული სიის ნაწილს, იცით, რომ აქ ხელისუფლების პოზიციაა, რომ ეს არის არაკონსტიტუციური. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. სწორედ ამიტომ, გაგზავნილია საკითხი „ოდირ-ში“ სამართლებრივ და პოლიტიკურ ექსპერტიზაზე და მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება „ოდირ-ის“ შეფასება, ოპოზიციაში ვიმსჯელებთ, რამდენად შეიძლება ან რამდენად არ შეიძლება კომპრომისის გაკეთება ამ ნაწილის ხარჯზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს