ივანე მაჭავარიანი - ჩვენ არსებითად შევცვალეთ მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში

საგადასახადო პოლიტიკაზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მან ასევე დეკლარირების კულტურის ამაღლების ღონისძიებებზე ისაუბრა.

„საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო ფინანსების მართვის მნიშვნელოვანი და შესაძლებელია ითქვას ყველაზე სენსიტიური მიმართულებაა, ვინაიდან საბიუჯეტო და ვალის მართვის პოლიტიკისგან განსხვავებით, პირდაპირ ვრცელდება ბიზნესსექტორზე“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს სპეციალურ პროგრამას ნებაყოფლობითი დეკლარირების უზრუნველსაყოფად, რომლის ამოქმედების შემდგომ დეკლარირებული გადასახადის დროული გადახდის მაჩვენებელი გაიზარდა 98%-მდე, რაც დადებითად აისახა საგადასახადო შემოსავლებზე.

ივანე მაჭავარიანის თქმით, მიმდინარე წელს, არსებითად შეიცვალა მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში და ნაცვლად 3-წლიანი სრული გასვლითი შემოწმებებისა, აქცენტი გაკეთდა თემატურ შემოწმებებზე.

„თემატური შემოწმებები განპირობებულია დღგ-ის დეკლარაციების კონტროლის სისტემით, რომელიც კონცენტრირებულია კონკრეტულ საგადასახადო რისკზე და შესაბამისად, არ ხდება სრული საგადასახადო შემოწმების ჩატარება. დღეს, საგადასახადო შემოწმებები კანონდარღვევის პრევენციაზეა ორიენტირებული, რამაც თავის მხრივ, შეამცირა დარიცხულ თანხებზე დავები და ორჯერ 12%-იდან 25%-მდე გაზარდა დარიცხული თანხების გადახდის მაჩვენებელი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ამ და კიდევ სხვა არაერთმა სისტემურმა განახლებამ, შედეგად მოიტანა საგადასახადო შემოსავლების თავდაპირველად დაგეგმილ მაჩვენებელზე 130 მილიონი ლარით გადაჭარბება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა