გია ვოლსკი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადებაზე -  ამაზე მეტი ქმედითი ნაბიჯი არსებობს  მხოლოდ ერთი - შეიარაღებული ჯგუფი გადასვა და ჩაატარო სამხედრო ოპერაცია

ამაზე მეტი ქმედითი ნაბიჯი არსებობს მხოლოდ ერთი - შეიარაღებული ჯგუფი გადასვა და ჩაატარო სამხედრო ოპერაცია, მაგრამ ამის გარდა კიდევ არსებობს მუშაობა და მოლაპარაკებები,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

„მუშაობა მიმდინარეობს ინტენსიურად და გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყოდი, რომ 24 საათიან, ინტენსიურ რეჟიმში. დარწმუნებული ვარ ამ მუშაობას შედეგი ექნება,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა მთავრობას მეტად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა აღნიშნა, შესაძლოა, შემდეგ კვირას პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს მიმართონ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს