საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კვლავ ბოიკოტს უცხადებს

საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კვლავ ბოიკოტს უცხადებს. ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განცხადება მიმდინარე სასესიო კვირაში მათი პლენარულ სხდომებზე არდასწრების შესახებ.

ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტის მიზეზად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დანაპირების არშესრულებას ასახელებენ და მოითხოვენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არა შერეული, არამედ განსხვავებული წესით ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტის ინიცირება მოხდა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა შეიცვლება მანდატების განაწილების წესი. აღნიშნული კანონპროექტი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა