ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ დეპარტამენტს არ აქვს უფლება, რომ  კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი გადაწყვიტოს - ოპოზიციაში  ომახიანად ნუ იქნებიან

იურიდიულ დეპარტამენტს არ აქვს იმის უფლება, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი გადაწყვიტოს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორია მისი მოსაზრება ოპოზიციის განცხადებაზე, რომ იურიდიულმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის გათვალისწინებითაც უნდა განიხილონ ე.წ. გერმანული მოდელი.

ოხანაშვილის განმარტებით, იურიდიულ დეპარტამენტს ტექნიკური ფუნქცია აკისრია და კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს ვერ გადაწყვეტს.

„ასე, თუ გაახარებდა ამათ ამ დასკვნის დაწერა, აქამდე დაწერდა იურიდიული დეპარტამენტი. იურიდიულ დეპარტამენტს წმინდა ტექნიკური ხასიათის ფუნქცია აქვს, რომელიც ამოწმებს შემდეგს: არის თუ არა წარმოდგენილი განმარტებითი ბარათი, არის თუ არა წარმოდგენილი კანონპროექტი და ტექნიკურად იძლევა ვიზირებას, რომ შესაძლოა პროცედურა დაიწყოს. იურიდიულ დეპარტამენტს არ აქვს იმის უფლება, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი გადაწყვიტოს. ამიტომ, ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ასე რომ, წინასწარ ასე ომახიანად ნუ იქნებიან, ნუ განაცხადებენ, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. ეს არის მხოლოდ ტექნიკური პროცედურა, რომელიც ქმნის შესაძლებლობას, რომ პროცედურა დაიწყოს. ასევე იყო, როდესაც კოლეგებმა, პარლამენტის უფრაქციო წევრებმა დაარეგისტრირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხი, რომელიც ასევე არაკონსტიტუციური იყო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დავწერეთ სამართლებრივი დასკვნა, რომ ეს იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო. მაშინაც, იურიდიულმა დეპარტამენტმა შეამოწმა ტექნიკური სტანდარტები, იყო თუ არა განმარტებითი ბარათი, კანონპროექტი იყო თუ არა წარმოდგენილი და ა.შ. და მისცა ვიზირება, რომ დაწყებულიყო წარმოება. ეს არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა