გია ვოლსკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე - უზენაეს სასამართლოში ყველა ადგილი ვერ შეივსება, თუმცა  ჩვენი ამოცანაა საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ სასამართლო იყოს ქმედუნარიანი

ვხედავთ, რომ უზენაეს სასამართლოში ყველა ადგილი ვერ შეივსება, თუმცა ჩვენი ამოცანა მაინც არის ის, რომ საუკეთესო კანდიდატურები შევარჩიოთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ სასამართლო იყოს ქმედუნარიანი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შესაბამისი ანგარიში და უმრავლესობის წევრებმა ამ საკითხებთან მიმართებაში საკუთარი პოზიციები ჩამოაყალიბეს.

„მთავარი თემა მე მაინც მგონია არის ის, რომ დაახლოებით 6 ათასზე მეტი განუხილავი საქმე დევს სასამართლოში და ცოტა ხანში ეს სერიოზულ პრობლემად გადაექცევა ქვეყანას, რაც გასათვალისწინებელია. დღეს, ჩვენი სასამართლო ყველა შესაბამისი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით მსოფლიოში პირველ ოცეულშია, 18 - 19 ადგილზეა და ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას სტანდარტით უსწრებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა