IDFI  პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პარლამენტში 2019 წლის 2 ოქტომბერს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ზრდის ერთი მხრივ საზოგადოების თითოეული წევრის დამოკიდებულებას თანამედროვე ელექტრონულ სისტემებზე, ხოლო მეორე მხრივ აძლიერებს სახელმწიფო სერვისების, სტრუქტურების და უსაფრთხოების სისტემების დამოკიდებულებას მუდმივად განახლებად ციფრულ ტექნოლოგიებზე, რაც ბუნებრივად წარმოშობს როგორც საგარეო, ასევე, საშინაო რისკებს. ასეთი რისკების განსაზღვრა და მათი დაცვის შესაბამისი ღონისძიებების დანერგვა აუცილებელია. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, სადაც არ არის ჩამოყალიბებული კარგი და ანგარიშვალდებული სახელმწიფო მმართველობის სისტემები, შესაბამისად, უსაფრთხოების სექტორის მაკონტროლებელი უფლებამოსილებების პოტენციური, და ამ ეტაპზე დაუსაბუთებელი, ზრდა არ უნდა განხორციელდეს თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ IDFI ხედავს რისკებს, რომელიც სხვადასხვა დასაბუთებულ ფაქტორებზე დაყრდნობით შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:

ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის კარდინალური რეფორმა;

სუბიექტებად დაყოფის კატეგორიზაციის პრობლემურობა და დაცულ უფლებებში ჩარევის მომეტებული რისკი;

კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ მონაცემების მიღებისა და დამუშავების სტანდარტის განსაზღვრა საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

მათი თქმით, კიბერუსაფრთხოების სფეროში ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი საჭიროებს გადახედვას და ცვლილებებს, განსაკუთრებით აღსრულების მექანიზმების დახვეწის მიმართულებით.

„თუმცა, IDFI-ის მიერ იდენტიფიცირებული რისკებისა და პრობლემების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

  1. მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ კანონპროექტს;
  2. საქართველოს საინფორმაციო და კიბერუსაფრთხოების სისტემის რეფორმა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდგომ;
  3. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მომზადების პროცესში უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის ჩართულობა.

განცხადების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ IDFI-ს ვებ-გვერდზე: https://idfi.ge/ge/risks_and_challenges_of_the_draft_amendments_to_the_law_of_georgia_on_information_security

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა