ირაკლი ბერაია - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო საგანგებო  განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელშიც ხაზგასმულია, რომ უნდა მოხდეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით მიღებული განცხადება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი გამოიყენონ.

ამის შესახებ ბერაიამ ჟურნალისტებს ასამბლეის მიერ რეზოლუციებისა და მიმართვების კენჭისყრების დასრულების შემდეგ განუცხადა, როგორც ბერაიამ აღნიშნა, ამავე განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერაც.

„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო საგანგებო განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. განცხადებაში დაგმობილია მისი უკანონო დაკავება ასევე, ხაზგასმულია, რომ უნდა მოხდეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება და თითიდან გამოწოვილი ე.წ. ბრალდებების მოხსნა. ასევე ეს განცხადება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი მისი უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. განცხადებაში ხაზგასულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა ბერაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ხვალ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზეც იმსჯელებენ.

„განხილვის მთავარი თემა იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი. ქართული მხარე აპირებს ამ საკითხის საკმაოდ კრიტიკულად და მწვავედ დაყენებას. ამ საკითხზე ისაუბრებენ ჩვენი პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ის უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც ხორციელდება რუსეთის ფედერაციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ 4 რეზოლუცია და 2 მიმართვა დაამტკიცა, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე კი განცხადება გავრცელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს