ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობის 520-ე დადგენილება მძიმედ აისახება საავადმყოფოებზე და  გამოიწვევს მათი ნაწილის გაკოტრებას

დღეს, პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომას „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს პრაქტიკულად სახალხო მღელვარების ფონზე თავის ფუნქცია დაკარგული აქვს, ჯანდაცვის კომიტეტის ტრიბუნა მაინც გამოიყენა და ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილებაზე ისაუბრა.

ჭიაბერაშვილის თქმით, 520-ე დადგენილება ზიანს აყენებს ჯანდაცვის სექტორს და ცუდად აისახება მოქალაქეებზე.

„ეს დადგენილება მძიმედ აისახება საავადმყოფოებზე , გამოიწვევს მათი ნაწილის გაკოტრებას. საავადმყოფოების დიდ ნაწილში უკვე დაიწყო თანამშრომელთა გაშვება ან დარჩენილი თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი პაციენტზე, მათ ჯიბეზე, მკურნალობის ხარისხზე აისახება ცუდად და მივიღებთ იმას, რომ შეიძლება დაზარალდეს მოქალაქის ჯანმრთელობა და ზოგ შემთხვევაში სიცოცხლეც კი. ამიტომ ჯანდაცვის კომიტეტზე მე ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რომ ბატონი ხუნდაძისთვის და "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატებისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა 520-ე დადგენილების ზიანი და ის, რომ ეს დადგენილება შესაჩერებელია. თუმცა, სამწუხაროდ, არც პარლამენტში და არც მთავრობაში ამას არავინ ფიქრობს,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს