ავსტრალიაში ტყის ხანძრებმა კანბერამდე მიაღწია

ავსტრალიაში ტყის ხანძრებით გამოწვეულმა კვამლმა დედაქალაქ კანბერამდე მიაღწია. ამ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ავსტრალიის ტყეების ხანძარი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და მიუხედავად მეხანძრეების 24-საათიანი მუშაობისა ამჟამად ქვეყანაში ხანძრის 100-ზე მეტი კერაა.

უკვე 1 კვირაზე მეტია, რაც ავსტრალიის უდიდესი ქალაქი სიდნეი მომწამვლელ კვამლშია გახვეული, რამაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. კვამლმა ავსტრალიის დედაქალაქ კანბერამდეც ჩააღწია.

ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში ხანძარმა 2 მილიონზე მეტი ტყის მასივი და 700 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. სტიქიას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს