ნათია თურნავა - როგორც შევპირდით მოსახლეობას, გაზის მოხმარების რეგულაციების ნაწილი გამკაცრებულია, ნაწილი კი საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს

პირველ რიგში, მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალბატონის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ექიმების დახმარებით, ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კი მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც ნაძალადევში დღეს მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, რაც შეეხება გაზის მოხმარების რეგულაციების გამკაცრებას, რეგულაციების ნაწილი გამკაცრებულია , გაზის ლიცენზიანტი კომპანიები მკაცრად ამოწმებენ ბინებს და ხსნიან თვითნაკეთ და კუსტარულად დამონტაჟებულ მოწყობილობებს.

„რეგულაციების ნაწილი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, ეს პაკეტი უკვე შემუშავებულია და გადაგზავნილია მთავრობაში. ამ ეტაპზე მიდის განხილვა, რადგან საკმაოდ კომპლექსური საკითხია, აქვს თავისი სოციალური დატვირთვა და ჩვენ ყველა შედეგი წინასწარ უნდა გავთვალოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ და როგორც საკუთარი, ისე მეზობლების სიცოცხლის გაფრთხილებისკენ.

„კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ ძალიან ფრთხილად მოეკიდონ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მეზობლების სიცოცხლეს. მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ გაზის მოხმარების წესებს , დავიცვათ ეს წესები და არ მივაერთოთ უკვე ერთხელ ჩახსნილი დანადგარი თვითნებურად, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ ფატალური შედეგები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა