საფრანგეთის ქალაქ  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის 33-ე პლენარული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური მონაწილეობდა

5-6 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის 33-ე პლენარული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც CEPEJ-ში საქართველოს წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური მონაწილეობდა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, პლენარულ შეხვედრას წინ უძღოდა აღსრულების მე-2 გლობალური ფორუმი სახელწოდებით „ციფრული აქტივების მიმართ აღსრულების სამომავლო პერსპექტივები“, სადაც მოსამართლე ნინო ბაქაქურმა CEPEJ-ის მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯგუფის (CEPEJ-GT-QUAL) სახელით „სასამართლოების სისტემაში და მათ გარემოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ევროპული ეთიკის ქარტიის“ შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

CEPEJ-ის პლენარული სხდომა დაიწყო კომისიის მართლმსაჯულების სისტემების შეფასების სამუშაო ჯგუფის ყოფილი პრეზიდენტის, მოსამართლე ჟან პოლ ჟანის (საფრანგეთი)„ღირსების მედლით“ საზეიმო დაჯილდოების, კომისიის საქმიანობაში მის მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

„კომისიის წევრებმა მოისმინეს CEPEJ-ის 4 სამუშაო ჯგუფის (GT-EVAL, GT-QUAL, SATURN და მედიაცია) ანგარიში 2019 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ და დაამტკიცეს მათ მიერ მომზადებული დოკუმენტები.

კომისიის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ალბანეთში, აზერბაიჯანში, ესპანეთში, კოსოვოში, ლატვიაში, მალტაში, მოლდოვაში, სლოვაკეთში, ტუნისში, ეგვიპტესა და მაროკოში მიმდინარე CEPEJ-ის თანამშრომლობის პროგრამების, ასევე, საქართველოში, ესპანეთსა და მალტაში დაგეგმილი სამომავლო პროექტების თაობაზე. კომისიის წევრებმა დაამტკიცეს CEPEJ-ის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა. მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისია ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც შედგება ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების 47 წარმომადგენლისგან. საქართველოს კომისიაში 2016 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური წარმოადგენს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო