თამარ ჩუგოშვილი - საერთოდ არ ვიცი, მივიღებ თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების  კენჭისყრაში მონაწილეობას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადოს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არის რამდენიმე ადამიანი, ვინც პროცესს ღირსეულად გაართვა თავი, თუმცა, ის ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება პროცესები იურიდიულ კომიტეტში.

„საერთოდ არ ვიცი, მივიღებ თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას, რომ არ მოგატყუოთ, იმიტომ, რომ ჩემს პოზიციას ალბათ ჩამოვიყალიბებ მას შემდეგ, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომას ვნახავ. მე გეტყვით, რომ სულ რამდენიმე ადამიანია, 2-3 ალბათ, რომელმაც, ჩემი აზრით, სწორად, კარგად და ღირსეულად გაიარა ეს პროცესი და რაღაცნაირად ეს განცდა მაქვს, რომ ისეთი რთული პროცესი გაიარეს, იმსახურებენ ეს ადამიანები, რომ ხმა მისცე, მაგრამ მაინც ჩემი მონაწილეობა ამ კენჭისყრაში დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება იურიდიული კომიტეტში პროცესები.

მიჭირს წინასწარ თქმა, უბრალოდ თუ დავინახე, რომ ეს პროცესები ძალიან არასწორად მიდის, შეიძლება არ მქონდეს სურვილი ამ პროცესში მონაწილეობის, თუმცა ეს შეგრძნებებიც მაქვს - რამდენიმე ადამიანმა იმდენად მძიმე პროცესი, იმდენად მძიმე გზა გაიარა, იმდენად ღირსეულად გაართვა თავი, პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ მათ წინაშე, მაგრამ ვნახოთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა