პუტინი ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებზე - ასეთი გადაწყვეტილებების საფუძველი არა სპორტზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებია

ასეთი გადაწყვეტილებების საფუძველი არა საერთაშორისო სპორტის სიწმინდეზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებია, რომელსაც სპორტის ინტერესებსა და ოლიმპიურ ქმედებასთან არაფერი აქვს საერთო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილების კომენტერებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც რუსეთს 4 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა.

„ნებისმიერი დასჯა უნდა იყოს ინდივიდუალური და არა კოლექტიური და უნდა იყოს დაკავშირებული იმასთან, თუ რაც ჩაიდინა ამა თუ იმ პირმა. დასჯა არ შეიძლება იყოს კოლექტიური და არ უნდა ეხებოდეს იმ ადამიანებს, რომელსაც დარღვევებთან არაფერი აქვთ საერთო. როდესაც ვინმე იღებს მსგავს გადაწყვეტილებას კოლექტიური დასჯის შესახებ, ვფიქრობ, ყველა საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ამ გადაწყვეტილებების საფუძველი არა საერთაშორისო სპორტის სიწმინდეზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებია, რომელსაც სპორტის ინტერესებსა და ოლიმპიურ ქმედებასთან არაფერი აქვს საერთო,“- განაცხადა პუტინმა პარიზში ვიზიტის დროს.

მისივე მტკიცებით, რუსეთს ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„თუკი რუსეთის ეროვნული კომიტეტის მიმართ საჩივრები არ არსებობს, მაშინ ქვეყანას უფლება აქვს მონაწილეობა ეროვნული დროშის ქვეშ მიიღოს. ეს არის ის, რაც ოლიმპიური ქარტიაში წერია. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო ოლიმპიურ ქარტიას არღვევს. ყველა საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ გავასაჩივროთ,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებით, რუსეთს 4 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მსხვილ სპორტულ ღონისძიებებზე იკრძალება რუსეთის სახელმწიფო დროშის აღმართვა და სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა