ვლადიმერ პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილს „ბანდიტი“ და „მკვლელი“ უწოდა

ასეთ შემთხვევაში არსებობს დაუწერელი კანონები : თქვენ გააძევეთ ჩვენი დიპლომატები, ჩვენ გავაძევებთ თქვენსას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნორმანდიული ოთხეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საკითხის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირი უარყო, თუმცა ზელიმხან ხანგოშვილს „ბანდიტი“ და „მკვლელი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნას მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ყურადღება არ მიაქციეს.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსული მხარე „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გერმანელ კოლეგებს აღნიშნული მკვლელობის გამოძიებაში დაეხმაროს.“

შეგახსენებთ, გერმანიის პროკურატურა ბერლინის პარკში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში ჩეჩნურ კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფს.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილს "ბანდიტი" და "მკვლელი" უწოდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო