ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე თავმჯდომარეობს

ჟენევაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის რიგით 33-ე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას, რომელსაც ოთხ წელიწადში ერთხელ ჟენევა მასპინძლობს, წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე უძღვება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენციაზე საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის 192- ქვეყნის წარმომადგენელი, ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია, იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, აგრეთვე მთავარი ჰუმანიტარული პარტნიორები გლობალური მნიშვნელობის ჰუმანიტარული საკითხების განხილვასთან ერთად, ერთობლივ ვალდებულებებს იღებენ, რათა ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახადონ.

კონფერენციის ლოზუნგია ,,იმოქმედე დღეს, შექმენი ხვალ’’. ღონისძიების მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების, მათ შორის კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე, განხილვა იმ არსებული და მომავალი გამოწვევებისა, რასაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან.

მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში, საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებებთან ერთად, ქვეყნის მეთაურები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, გავლენიანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელია, რომელიც 192 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას აერთიანებს. ოცკაციანი მმართველი საბჭოს წევრი კი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო