სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს" 4 აქტივისტი მცხეთის პოლიციაში მივიდა

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტები: ირაკლი ქართველიშვილი, ბექა ნათელაშვილი, მიხეილ ქუმსიშვილი და ლევან ლელაშვილი მცხეთის პოლიციაში გამოცხადდნენ. მათ ადგილზე სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინეს, რომელიც სასამართლოში იქნება წარდგენილი.

მათი ადვოკატის მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, სამართალდარღვევის საქმე 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

„შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმები, რომლებიც ჩაგვაბარეს. ოთხივე ოქმში წერია აბსოლუტურად იდენტური ტექსტი, რომ ახალგაზრდები საზოგადოების მიმართ გამოირჩეოდნენ უპატივცემულობით და იგინებოდნენ. აღნიშნულ ოქმებს ბუნებრივია არ დავეთანხმეთ, რაც ოფიციალურად დავადასტურეთ წერილობით. ეს სამართალდარღვევის ოქმები წარდგენილი იქნება სასამართლოში“, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა