გიორგი პერტაიამ დიპლომატიურ კორპუსსა და დონორ ორგანიზაციებს სავაჭრო-სამრეწველო პალატის 2020 წლის გეგმები გააცნო

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს პალატის საქმიანობა, პროექტები, სტრატეგიულ მიზნები და გეგმები გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი და საგარეო საქმეთ მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესწრებოდნენ.

თამარ ქიტიაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა პალატის როლზე პროფესიული განათლების ხელშეწყობის, მათ შორის კერძო სექტორში კადრებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების იდენტიფიცირების პროცესში აქტიურ ჩართულობაზე. ასევე, ამ საჭიროებების შესაბამისი საგანმანათლებლო სტანდარტისა და სასწავლო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობაზე. მინისტრის მოადგილემ პალატას მხარდაჭერა გამოუცხადა და დონორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-სამრეწველო პალატის მნიშვნელობაზე საგარეო - ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით და ამ მიმართულებით, მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საჭიროებებზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეები 2020 წელს დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ. მათ შორის, პროფესიული განათლების ხელშეწყობის კუთხით პალატის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პალატის აქტივობებისა და სტრატეგიული მიზნების წარდგენა. ამასთანავე, თანამშრომლობის პოტენციური შესაძლებლობებისა და ინიციატივების, სხვადასხვა პროექტის იმპლემენტაციის მიმართულების განხილვა და განსაზღვრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო