ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დაინტერესებულ პირებს მიეცემათ საშუალება დაესწრონ იურიდიული კომიტეტის სხდომას, რომელზეც მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 11 დეკემბრის ნაცვლად, 12 დეკემბერს ჩატარდება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, გადაწყვეტილება დამატებითი კონსულტაციების საჭიროების გამო მიიღეს.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრის პროცედურას რაც შეეხება, კომიტეტი ჩანიშნულია ხუთშაბათს, დამატებითი კონსულტაციის გავლის მიზნით. რეგლამენტის სრული დაცვით კომიტეტი ჩატარდება ხუთშაბათს და ვისაც აქვს სურვილი, დაინტერესებულ მხარეებს მივცემთ საშუალებას, დაესწრონ სხდომას.

გუშინ გავაჟღერეთ, რომ გუნდში არის კრიტიკული დამოკიდებულება 3-4 კანდიდატთან მიმართებაში. შესაბამისად, 20 კანდიდატის მხარდაჭერა თითქმის გამორიცხულია,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა პროცედურასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კრიტიკას და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის ოფისს არგუმენტები არ აქვს და ეს საკონსტიტუციო სასამართლოშიც კარგად გამოჩნდა.

"სახალხო დამცველმა თავისი პოზიცია გამოხატა, როცა შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. თუმცა, თუკი ვინმემ მიადევნეთ თვალყური პროცესს, ძალიან უხერხულ სამართლებრივ სიტუაციაში აღმოჩნდა სახალხო დამცველის ოფისი იმ არგუმენტების წინაშე, რომელიც იქნა წარდგენილი კომიტეტის აპარატიდან. ჩვენი არგუმენტები არის სამართლებრივად გამართული, სწორი. საწინააღმდეგო არგუმენტები არ აქვს სახალხო დამცველის ოფისს, რომ ეს პროცედურა არაკონსტიტუციურია,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო