ომბუდსმენი პარლამენტს მიმართავს, მოსამართლეების მხოლოდ ის რაოდენობა დანიშნოს, „რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის“

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანსიაზე უვადოდ ასარჩევად, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე დაკვირვებამ მრავალი პრობლემა გამოავლინა, რომლებმაც არსებითი გავლენა მოახდინეს პროცესის სამართლიანად, მაღალი სტანდარტებით წარმართვაზე.

„შერჩევის პროცესი წარიმართა ფარულად, გამოიკვეთა საბჭოს წევრთა მიერ ურთიერთშეთანხმების შემთხვევები, რაც პროცესის სამართლიანად წარმართვას აყენებდა ეჭვქვეშ. ამავდროულად, მოქმედმა საკანონმდებლო ჩარჩომ, რომლის მიხედვითაც საბჭოს გადაწყვეტილებები არ საბუთდება და არ საჩივრდება, ვერ უზრუნველყო კონკურსში მონაწილეთა უფლებების დაცვა. ასევე საკანონმდებლო ჩანაწერის მიუხედავად, პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის აღმოჩნდნენ პირები, რომელთა მიერ კანონით განსაზღვრული მინიმალური აკადემიური ხარისხის ფლობა კითხვებს წარმოშობს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განმარტებით, პარლამენტმა მოსამართლეების მხოლოდ ის რაოდენობა უნდა დანიშნოს, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის.

„მივმართავ პარლამენტს, რომ მხედველობაში მიიღოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიში და ასევე ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არის გასაჩივრებული აღნიშნული კანონმდებლობა. ამიტომ ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პარლამენტმა დანიშნოს მხოლოდ ის რაოდენობა მოსამართლეებისა, რაც არის სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა