ზაჰესში, ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ზაჰესში, ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთიდან თავისუფლების ქუჩა N7-მდე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო სამუშაოების შედეგად, წყალარინების ქსელი 335 გრძივ მეტრზე შეიცვალა, რის შემდეგაც, ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო.

„სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 3 640 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ბორდიური.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენ კა“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 321 156 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა