სოფო კილაძე - ევრონესტის ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციაში ჩანაწერის შეტანას იმის შესახებ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ

„ცალკეული ევროპარლამენტარები არ უნდა გავაიგივოთ მთლიანად ევროპარლამენტთან. ვნახეთ, რომ ევრონესტის ასამბლეამ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციაში იმ ჩანაწერის შეტანას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ,“ - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ის, რომ ცალკეული ევროპარლამენტარები ამას საუბრობენ, შესაძლებელია ოპოზიციის მიერ მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით იყოს გამოწვეული.

„ცალკეული ევროპარლამენტარები არ უნდა გავაიგივოთ მთლიანად ევროპარლამენტთან, რადგან ევროპარლამენტარებს შეიძლება საკუთარი აზრი ჰქონდეთ, რაც შესაძლებელია ჩამოუყალიბდათ ოპოზიციის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ევრონესტის ასამბლეამ არ დაუჭირა მხარი ამ ჩანაწერის შეტანას რეზოლუციაში, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტპატიმრები. ამიტომ ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული ადამიანების აზრის წარმოჩენა საზოგადოებისთვის ხდება, როგორც ევროპარლამენტის ერთიანი პოზიცია,” - განაცხადა სოფო კილაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას ციხეებში არაფორმალური მმართველობის შესახებ. სოფო კილაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მსგავსი შემთხვევების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ შესულა. კილაძე აღნიშნავს, რომ ციხეებში არაფორმალურ მმართველობაზე ზოგადად საუბარი არასწორია.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძალიან დიდი რეფორმა გვაქვს ჩატარებული და არავისთვის უცხო არ არის, რომ ამ დაწესებულებებში საგრძნობლად არის გაუმჯობესებული ადამიანის უფლებების მიმართულება. არაფორმალური ჯგუფების გავლენების ცალკეული შემთხვევები თუ არის, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ასე ზოგადად საუბარი სწორად არ მიმაჩნია და ამით შორს ვერ წავალთ. ჩვენთან ასე კონკრეტულ შემთხვევებს ნამდვილად ვერ გავიხსენებდი. თუმცა არც ისე შორეულ წარსულში ე.წ. ქურდული მენტალიტეტის ადამიანები გვყავდა და ამ პრობლემის გადალახვას შესაბამისი დრო სჭირდება“, - განაცხადა კილაძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს