ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, მისი კოლეგები და მეგობრები გაერო-ს ოფისთან აქციას მართავენ

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები გაფრინდაშვილის კოლეგებთან, მეგობრებთან და გულშემატკივრებთან ერთად, გაერო-ს ოფისთან აქციას სლოგანით „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ მართავენ.

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის, ირინა გაფრინდაშვილის განცხადებით, 13 დეკემბერს, ოკუპირებული ახალგორის სასამართლოში, სავარაუდოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე იმსჯელებენ.

„დღეს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი იწყება და ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, მთავრობამ ყველა ბერკეტი ჩართოს, რომ მოლაპარაკებების დროს, დღის წესრიგში განიხილონ მამას გათავისუფლება. ასევე, ჩვენი მოთხოვნაა გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისარი ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში და მთავრობის მხრიდან მეტად იყოს კოორდინება.

ჩვენი ინფორმაციით, სასამართლის საქმის მასალები 28 ნოემბერს გადაეცა და მათი კანონმდებლობით, სასამართლო სხდომა 2 კვირაში უნდა გაიმართოს, რაც 13 დეკემბერს უწევს", - განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა