სოფო კილაძე - ძალიან კარგად გავიაზრებ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან ვის დავუჭერ მხარს და ვის - არა

ძალიან კარგად გავიაზრებ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან ვის დავუჭერ მხარს და ვის - არა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ოპოზიციის მხრიდან ამ პროცესის მისამართით პრეტენზიები ისმის, მაშინ, როდესაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს „პროკურატურას დაუმონეს სასამართლო.“

„ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითიც კი არ გაანძრია სასამართლოს რეფორმისთვის და მეტიც, მათ პროკურატურას დაუმონეს სასამართლო, ამ ადამიანებისგან ვიღებთ პრეტენზიებს იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დასავლური სტანდარტების სრული დაცვითაა ჩატარებული. გეთანხმებით იმაში, რომ თითოეულმა დეპუტატმა კარგად უნდა გაიაზროს, ვის უჭერს მხარს. მეც ძალიან კარგად გავიაზრებ, ვის დავუჭერ მხარს და ვის - არა. არიან კონკრეტული კანდიდატები, რომლებსაც მხარს ვერ დავუჭერ. წინასწარ ამაზე ვერაფერს გეტყვით,“ - განაცხადა კილაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს