მაია ცქიტიშვილი გამორიცხავს, რომ მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა არასრულადაა დეკლარაციაში ასახული

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი გამორიცხავს, რომ მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა არასრულადაა დეკლარაციაში ასახული.

როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის კომენტირებისას განუცხადა, კვლევას არ გაცნობია, თუმცა არ ეთანხმება კვლევის შედეგს, რომ არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა.

„არავითარი საქმიანობა, რომელიც არ იქნებოდა დეკლარაციაში ასახული, ჩემი ოჯახის წევრებს, მეუღლე იგულისხმება ამ შემთხვევაში, არ გვაქვს“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეებიდან, 18 შემთხვევაში თანამდებობის პირს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა – მათ შორის 3 მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს