დიმიტრი ცქიტიშვილი  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე - ამ შემადგენლობიდან ძალიან ბევრს, საზოგადოების მხარდაჭერა, ნდობა და აღიარება არ ექნება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების უმეტესობა ვერ აღიარებდა იმასაც კი, რომ 2012 წლამდე ზეწოლის და პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლი იყო. ამ შემადგენლობიდან ძალიან ბევრს, საზოგადოების მხარდაჭერა, ნდობა და აღიარება არ ექნება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

მისივე თქმით, თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს მოსამართლეთა იმ შემადგენლობას, რომელიც 2018 წლის დეკემბერში 10- კაციანი სიის სახით შევიდა პარლამენტში, მოსამართლეთა შერჩევის ერთწლიანი პროცესი მთლიანად დისკრედიტირებული იქნება.

„შარშან, დაახლოებით, ამ დროს წარმოგვიდგინეს სია, რომელმაც ძალიან ბევრი ჩვენგანის აღშფოთება გამოიწვია. ვფიქრობ, მაშინ პარლამენტმა ძალიან სწორად და ობიექტურად იმოქმედა, როდესაც შეაჩერა ეს პროცესი და სულ სხვა, ძალიან ადეკვატური პროცესი დაგეგმა. თუ ამ პროცესის დასასრულს ჩვენ ავირჩიეთ ისეთი შემადგენლობა, რომელიც შარშან იყო წარმოდგენილი, მაშინ მთლიანად დისკრედიტირებული იქნება ეს 1- წლიანი პროცესი, რომელშიც დიდი შრომა იქნა ჩადებული. ამიტომაც მოგიწოდებთ, ძალიან მაღალი სტანდარტით მივუდგეთ ამ საკითხს და მხარი დავუჭიროთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს როგორც პროფესიონალიზმის, ასევე ზნეობის და კეთილსინდისიერების სტანდარტი. იქ რამდენიმე კანდიდატი იყო, რომელმაც მეტ-ნაკლებად კარგად წარმოაჩინა თავი და საზოგადოებას დაანახა თავისი პროფესიონალიზმიც და კეთილსინდისიერებაც, მაგრამ უმეტესი მათგანი ვერ ამბობდა იმასაც კი, რომ 2012 წლამდე იყვნენ გარკვეული ზეწოლის და პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლი. ამის აღიარებაც კი არ უნდათ და საბოლოოდ, ნდობაც კი არ არის მათ მიმართ. ამას უყურებდა პროფესიული საზოგადოება და ამ შემადგენლობიდან ძალიან ბევრს, საზოგადოების მხარდაჭერა, ნდობა და აღიარება არ ექნება. ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას დღეს პარლამენტი, როდესაც ასეთი ფუნდამენტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომლითაც 15, 20, 25 წლის ვადით უნდა აირჩიოს მოსამართლე, რომელიც ხელშეუხებელი იქნება თავისი საქმიანობით,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა