მაია ცქიტიშვილი - რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა

რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა, - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მართლაც გადაარჩინა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ასწლოვანი ხეები გადაშენებას მათი გადარგვით.

"ვიცი რა ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება და მისი საქველმოქმედო პროექტები, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მისი საქმე მიმართულია სოციალური ამოცანის შესრულებისკენ.

როდესაც ვსაუბრობთ ხეების გადარგვის საკითხზე, ბევრი არაკეთილმოსურნე მავნებლურ და დამანგრეველ საქმიანობად წარმოჩენას ცდილობდა, სინამდვილეში ამ ხეების გადარგვა იმისთვის ხდებოდა, რომ გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შემატებოდა - დენდროლოგიური პარკი, რომლის მსგავსიც საქართველოში არაა,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკის განაშენიანების შესახებ ჟურნალ "ველურ ბუნებასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ გიგანტური ხეების გადარგვით ისინი გადაშენებას გადაარჩინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო