მაია ცქიტიშვილი - 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულებს, რომლებიც შტურმით იღებდნენ პარლამენტს, პოლიტპატიმრებს ვერ ვუწოდებთ - ვწუხვარ, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ არ ეთანხმება სახალხო დამცველის შეფასებას, რომლის თანახმადაც, 20 ივნისის აქციის შემდეგ მხოლოდ აქტივისტები არიან დაკავებული და არც ერთი სამართალდამცველი პასუხისგებაში მიცემული არ არის.

„20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც პირველად გვაქვს შემთხვევა, რომ სამართალდამცავების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდება იქნა წარდგენილი, ასევე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. ამიტომ, ვერ დავეთანხმები სახალხო დამცველის შეფასებას, რომ რეაგირება არ იყო“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს.

„20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულებს, რომლებიც შტურმით იღებდნენ პარლამენტს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ პოლიტპატიმრებს. ვწუხვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი, ევროპარლამენტარების ნაწილი შეცდომაში იქნა შეყვანილი არაკეთილსინდისიერი ადამიანების მიერ, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოს თაობაზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს