თორნიკე რიჟვაძე - პროვოკაციული ქმედებები დესტრუქციული ძალებისგან ზოგჯერ ყოველგვარ ზღვარს გადადის

პროვოკაციული ქმედებები დესტრუქციული ძალებისგან ზოგჯერ ყოველგვარ ზღვარს გადადის, - ასე გამოეხმაურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შუახევის მერიასთან გამართულ აქციას, სადაც საჯარაო მოხელეებს, სამართალდამცავებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

თორნიკე რიჟვაძე განმარტავს, რომ ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და სახელმწიფო მოხელეები თმენის ვალდებულებას ემორჩილებიან.

„ყველა სახელმწიფოს მოხელე და თანამდებობის პირი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად თმენის ვალდებულებას ემორჩილება, რომელიც გვაქვს.

მაგრამ ასევე პროვოკაციური ქმედებები ამ კონკრეტული დესტრუქციული ძალებისგან, ზოგჯერ ყოველგვარ ზღვარს გადადის. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, ყველას მოვუწოდებ, რომ საქმის კეთება გავაგრძელოთ",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო