საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ციხეში, საქართველოს მოქალაქე, ზუგდიდის მკვიდრი 31 წლის ნიკა ქირია გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის დედა, ფატიმა ლაგვილავა აცხადებს, მას არ სჯერა იმ ვერსიის, რომ მისმა შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილის დედა შვილის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს.

„ერთადერთი ჩემი სათხოვარი იქნება, დამეხმარონ ჩემი შვილის დროულად ჩამოსვენებაში. საკანში მარტო იყო და თავი ჩამოიხრჩოო. ავად ყოფილა და საავადმყოფოში მოხვედრას ცდილობდა. მითხრეს, ადრეც ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა, მაგრამ მე ამის არ მჯერა“, - ამბობს ფატიმა ლაგვილავა.

მისივე ინფორმაციით, მისი შვილი ციხეში რამდენიმე თვის წინ აღმოჩნდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა