თამარ ხულორდავა - მმართველი გუნდის უკან წაღებულმა დაპირებამ „ქართული ოცნებისადმი“ ნდობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა

დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ხულორდავას შეფასებით, მმართველი გუნდის უკან წაღებულმა დაპირებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.

„ეს არის სერიოზული პრობლემა მიუხედავად იმისა, აცნობიერებენ თუ არა ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, - განაცხადა თამარ ხულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი მისთვის ძალიან პრინციპული იყო და ამიტომაც მიიღო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება.

„დღეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ დარბაზში ვარ არა როგორც უმრავლესობის წევრი, არამედ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. პირველ რიგში მინდა ამ ტრიბუდანაც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების გადაწყვეტილებები განვმარტო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩემი და ჩემი თანამოაზრეების გადაწყვეტილება მოიწონა, თუმცა არიან ადამიანები, ვინც თვლის, რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ამას ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება გამოეწვია. ჩემთვის ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. პირველ რიგში, პროპორციული სისტემა უფრო სამართლიანია, ვიდრე დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემა. პროპორციული სისტემა უნდა ყოფილიყო გარანტი იმის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას სრული თავისუფლება არ ექნებოდა. მთლიანობაში ეს უნდა გამხდარიყო პასუხისმგებლობის განაწილების საშუალებაც ძალაუფლების გადანაწილებასთან ერთად და უფრო დაბალანსებულ პოლიტიკამდე უნდა მივეყვანეთ. მე მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება ამ პარლამენტს უკვე მიღებული აქვს და 2024 წლიდან მაინც ეს ძალაში იქნება“,-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

როგორც მან აღნიშნა, პარტიებს შორის დაპირისპირება და სრული უნდობლობა ქვეყნისთვის კარგი ნამდვილად არ არის და სწორედ მმართველ პარტიას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს პროცესები ნორმალიზაციისკენ წავიდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა