მარიამ ჯაში - მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ე.წ. გერმანულ მოდელს ან მის ადაპტირებულ ვერსიას, რომელიც იქნება კანონმდებლობასთან თავსებადი

მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ე.წ. გერმანულ მოდელს ან მის ადაპტირებულ ვერსიას, რომელიც იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან თავსებადი და რომელზედაც დადებითი დასკვნა იქნება გაცემული ეუთოსა და ვენეციის კომისიის მხრიდან, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე. მისივე თქმით, მონოპოლია და ოლიგოპოლია საქართველოს პოლიტიკას აზიანებს.

„ე. წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით არაერთ სამართლებრივ შეკითხვას და ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს ვისმენთ თავად კონსტიტუციონალისტებს შორის. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაქციის საბოლოო გადაწყვეტილებისათვის იქნება ეუთო-სა და ვენეციის კომისიის ოფიციალური დასკვნები აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ე.წ. გერმანულ მოდელს ან მის ადაპტირებულ ვერსიას, რომელიც იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან თავსებადი და რომელზედაც დადებითი დასკვნა იქნება გაცემული ეუთოსა და ვენეციის კომისიის მხრიდან, რადგან მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დეპოლარიზაციის პროცესს. ვფიქრობთ, მონოპოლია და ოლიგოპოლია საქართველოს პოლიტიკას აზიანებს და უფრო ფართო პოლიტიკური წარმომადგენლობისთვის უნდა გადაიდგას ნაბიჯები,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო