ლევან კობერიძე - ეკატერინე ტიკარაძე შეხვედრებზე არ ჩნდება, ის გვესაუბრება მხოლოდ „იმედის“ ეთერით, კომიტეტში დავკიდებთ „იმედის“ ლოგოს და იქ მოვიდეს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდებს.

როგორც კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს ინიცირებული და მთავრობის მიერ დამტკიცებული 520-ე დადგენილება საფრთხეს უქმნის პაციენტისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას.

„ჯანდაცვის მინისტრს ცოტათი გაურკვეველი სტილი აქვს კომუნიკაციის როგორც პარლამენტთან ასევე პროფესიულ საზოგადოებასთან. ის არ ჩნდება საჯარო შეხვედრებზე არც თავისი ინიციატივით და არც სხვისი მოწოდებით. მოვუწოდებ ჯანდაცვის კომიტეტიდან ჩემს კოლეგებს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც შევლენ სამინისტროს წარმომადგენლები, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, რათა ეს საკითხი დაიძრას. ამიტომ ვთავაზობ ჯანდაცვის მინისტრს თავისი სურვილით მოვიდეს შეხვედრებზე და გაიმართოს პროფესიული მსჯელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება უცნაური განცდა, რომ ის გვესაუბრება რატომღაც მხოლოდ „იმედის“ ტელეეთერიდან. თუ მხოლოდ „იმედის“ სივრცე არის მისთვის კომფორტული, კომიტეტში დავკიდებთ „იმედის“ ლოგოს და მაშინ იქ მოვიდეს და წამოიდგინოს, რომ „იმედის“ ტელესტუდიაშია და იქ გამართოს ეს შეხვედრა. ვთხოვ მას მოვიდეს, იყოს კონსტრუქციული, ვიმსჯელოთ, ნუ გვაიძულებს ჩვენ კომიტეტის, ფრაქციის ან ინტერპელაციის წესით ის ვალდებული გავხადოთ პარლამენტში მოვიდეს. ის თემა, რაზეც ვსაუბრობთ, არ არის მხოლოდ მისი გადასაწყვეტი თემა“, - განაცხადა კობერიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო