ლევან კობერიძე დეპუტატებს - დავტოვოთ „ოცნება“ მოსამართლეების სიასთან და თვითონ გააკეთოს არჩევანი - ხალხი დაინახავს, ვინ ირჩევს კლანის მოსამართლეებს

დავტოვოთ „ქართული ოცნება“ თავის გადმობარებულ, კლანის მოსამართლეებთან, სადაც აპირებს, რომ ფსევდოდემოკრატიული პროცესი შექმნას, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობერიძემ კოლეგებს მოუწოდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას პარლამენტის სხდომას არ დაესწრონ და ბოიკოტი გამოაცხადონ.

„მოვუწოდებ ჩემს ყველა კოლეგას, ბოიკოტი გამოვუცხადოთ კონკრეტულად იმ სხდომას, სადაც მოსამართლეები კენჭსაყრელად იქნებიან წარმოდგენილები. დავტოვოთ „ქართული ოცნება“ თავის გადმობარებულ, კლანის მოსამართლეებთან, სადაც აპირებს, რომ ფსევდოდემოკრატიული პროცესი შექმნას. როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, ზუსტად ისე ხდება. 20-ვეს კი არ ავირჩევთო, სულ რამდენიმეს ავირჩევთო. მოვუწოდებ კოლეგებს, იქნება ეს ოპოზიციიდან თუ დამოუკიდებელ დეპუტატებს, დავტოვოთ მარტო „ქართული ოცნება“ ამ მოსამართლეების სიასთან და თვითონ გააკეთონ არჩევანი. ხალხმა დაინახოს რეალურად ვინ ირჩევს კლანის მოსამართლეებს. ჩემი პერსონალური აზრია, რომ დარბაზში ჯდომა იქნება ლეგიტიმაციის მიცემა იმ პროცესისთვის, რასაც ამ მოსამართლეების ფსევდოდემოკრატიულად არჩევა ჰქვია და ჩაშენება უვადოდ იმ სისტემით, რომელიც პარლამენტმა მიიღო თავის დროზე და რის გამოც მე უმრავლესობა დავტოვე“, - განაცხადა კობერიძემ და დასძინა, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებასაც გაავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა