ლაშა დარსალია ვაჟა გაფრინდაშვილზე - იმედი გვაქვს, რომ ის უპრეცედენტო ზეწოლა, რაც რუსეთზე ხორციელდება, შედეგს გამოიღებს და ეს შედეგი უახლოეს პერიოდში დადგება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დარსალია აცხადებს, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხთან ერთად, ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ადამიანების უფლებების საკითხიც იქნება.

„მთავარი თემა ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებათა მდგომარეობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა და ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თემა იქნება. დღეს ჩვენ გვექნება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან. ახლა შევხვდებით ამერიკელ პარტნიორებს, მოგვიანებით შეგხვდებით თანათავმჯდომარეებს და მოვემზადებით ხვალინდელი დღისთვის.

იმედი გვაქვს, რომ ის უპრეცედენტო ზეწოლა, რაც რუსეთი ფედერაციაზე ხორციელდება ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ამ საქმესთან დაკავშირებით, შედეგს გამოიღებს და ეს შედეგი უახლოეს პერიოდში დადგება“, - განაცხადა დარსალიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა