პარტია "სამართლიანობისთვის" ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

პარტია "სამართლიანობისთვის" ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამაფრთხილებელ აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი სკანდირებენ "არა სასამართლოს ოკუპაციას" და დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ იმ მოსამართლეებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობიდან მოყოლებული სასამართლო სისტემაში არიან, მხარი არ დაუჭირონ.

„ჩვენ სწორედ იმიტომ შევკრიბეთ, რომ 19 კანდიდატიდან 15 კანდიდატი არის იგივე, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობიდან მოყოლებული და ჩვენი პროტესტი სწორედ ამას ეხმაურება. თუკი ქვყანაში სამართლიანობაა აღსადგენი, პირველ რიგში, სწორედ სასამართლოებიდან უნდა დავიწყოთ, ამ ჯალათი მოსამართლეების შეცვლით. თუკი იგივე მოსამართლეები იქნებიან უზენაეს სასამართლოში, ვერანაირად მოვიპოვებთ სამართალს ქვეყანაში. რაც შეეხება ჩვენს პროტესტს, თუ ჩვენი სიტყვა მათ ყურამდე არ მივა და არჩევანს იგივე მოსამართლეებზე გააკეთებენ, ჩვენი პროტესტი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და აქციები გაგრძელდება", - განაცხადა პარტია "სამართლიანობისთვის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა სულხან მარჯანიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო