თსუ-ის ბიბლიოთეკაში „ლიბერთინსის" ახალი წიგნის - „მოგზაურის" წარდგენა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტ „ლიბერთინსის" ახალი წიგნის - ალექსანდრა ბრაკენის „მოგზაურის" პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L"- დან აცნობეს, ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. ალექსანდრა ბრაკენის წიგნი მათ მწერალმა, ელის დოჯსონმა და პროექტის მენეჯერმა, გიორგი კიკაბიძემ წარუდგინეს.

„პალიტრა L"-ს ინფორმაციით, ბიბლიოთეკაში ასევე გაიმართა "ლიბერთინსის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომლის ფარგლებშიც, წიგნები სპეციალურ ფასად იყო ხელმისაწვდომი.

ალექსანდრა ბრაკენის წიგნის - „მოგზაური" მთავარი გმირი ნიჭიერი მევიოლინეა. ჩვიდმეტი წლის ეტა სპენსერი ვერც წარმოიდგენდა, რომ, მუსიკალური ტალანტის გარდა, სხვა, გაცილებით უნიკალური, მისტიკური უნარის პატრონიც აღმოჩნდებოდა. იდუმალი და ყოვლისშემძლე პიროვნება აირონვუდი გოგონას 21-ე საუკუნის ნიუ-იორკიდან, გარკვეული მისიით, სრულიად სხვა ეპოქაში გადაისვრის. ეტას მხსნელად ახალგაზრდა და მამაცი კაპიტანი ევლინება. ეტა და ნიკოლასი სხვადასხვა საუკუნესა და ქვეყანაში მოგზაურობისას, საკაცობრიო კითხვაზე პასუხის ძიებასთან ერთად, საკუთარი ურთიერთობის შეცნობასაც ცდილობენ.

წიგნის მთარგმნელი ირაკლი სულაძეა, ხოლო ყდის მხატვარი - სანდრო სულაკაური.

წიგნი “ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში უკვე ხელმისაწვდომია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა