ირაკლი კოვზანაძე - საჭიროა, მინიმუმ 1.5 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელია

ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 1.5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ეს მარტივი საქმე არ იქნება, თუმცა შესაძლებელია, - ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს. დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან აცნობეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქვეყნის მაკროეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობას რამდენიმე კომპონენტი განსაზღვრავს.

„ის, თუ რამდენად წარმატებული იქნება 2020 წელი, მხედველობაში მაქვს მაკროეკონომიკური და ფინანსური მდგრადობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, დასაქმების და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, მნიშვნელოვნად იქნება დაკავშირებული ინფრასტრუქტურული და მუნიციპალური პროექტების და ხარჯების სრულ და ეფექტიან ათვისებასთან და უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის ცნობით, რომ მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2019 წლისგან განსხვავებით, მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. გაიზრდება პენსიები და ხელფასები.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის