პროექტი - „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“ დღეს ოფიციალურად დაიხურა

10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CDA) და ჩეხეთის საბაჟო უწყების მხრდაჭერით განხორციელებული პროექტის - „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ჩეხეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდა იერი პრეცლიკი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში. დასრულებისას ქართველმა და ჩეხმა კოლეგებმა ორწლიანი პროექტით მიღებული შედეგები შეაჯამეს.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ უწყების სახელით, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მჭიდრო მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელები გადასცა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CDA).

,,მსურს გულითადი მადლობა გადავუხადო ჩეხ კოლეგებს განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, მონდომებისა და ყურადღებისთვის რამაც პროექტის წარმატება განაპირობა. მსმენია, რომ გარდა არაჩვეულებრივი კოლეგიალური თანამშრომლობისა პროექტის ყველა მონაწილეს მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რაც ორმაგად დასაფასებელია“, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

მისი თქმით, საბაჟოს მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეფორმებისა და სიახლეების განხორციელება.

,,მოხარული ვიყავი გამეგო ჩემი თანამშრომლებისგან, რომ ჩეხეთის მთავრობა კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას მხარში დაგვიდგეს სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. მით უფრო, რომ უკვე არსებობს სამმხრივი თანამშრომლობის არაჩვეულებრივი გამოცდილება“, - აღნიშნა ლევან კაკავამ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში 2017 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. პროექტის ფარგლებში, კინოლოგიის სამსახურს 9 სამსახურებრივი ძაღლი და სხვადასხვა დანიშნულების საწრთვნელი აღჭურვილობა გადაეცა. ამასთან, ქართულ ენაზე ვრცელი კინოლოგიის სახელმძღვანელო ითარგმნა და სამმა კინოლოგ-ოფიცერმა სასწავლო კურსი ჩეხეთში გაიარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა