ქეთევან ციხელაშვილი - მე არ ვიცი, რა თქვა ნინო ბურჯანაძემ, რა ინფორმაციები აქვს, საიდან და როგორ - ჩვენი ძალისხმევა არც ერთი წუთით არ დუნდება

მე არ ვიცი, რა თქვა ნინო ბურჯანაძემ, რა ინფორმაციები აქვს მას, საიდან და როგორ. ჩვენ გვაქვს მუდმივი მუშაობა სხვადასხვა არხით. არამარტო ჩვენ, არამედ სხვადასხვა უწყებას, ვისაც ეს ეხება. ამიტომ ჩვენი ძალისხმევა არც ერთი წუთით არ დუნდება, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„ახლა მთელი ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები - ბატონი ვაჟა და სამი დაკავებული მალე გათავისუფლდეს, ასევე აღდგეს მიმოსვლის შესაძლებლობა ცხინვალის მიმართულებით იმიტომ, რომ ფაქტობრივად მთელი რეგიონი იქცა სატუსაღოდ. დღეს ეს საკითხები არის მთავარი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდზე ქართული დელეგაციების მხრიდან ეს იქნება მკვეთრი და ყველაზე მკაფიო მოთხოვნები, რაც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, დღეს ყველა დედაქალაქში იციან ვაჟა გაფრინდაშვილის სახელი და არა მხოლოდ იციან, არამედ მუშაობენ რუსეთთან, რათა გაიზარდოს ზეწოლა და მოხდეს მისი გათავისუფლება.

„დღეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე და დღევანდელ დღეს უნდა ითქვას, საუბედუროდ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებს აქვს ოკუპაციით განსაზღვრული გეოგრაფია. იმ ტერიტორიებზე, რომელიც დღეს არის ოკუპირებული, საუბედუროდ, დიდად არ ფასობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება, ზოგჯერ სიცოცხლეც მავთულხლართებს მიღმა. ერთი თვეა უკვე, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება უკანონო ტყვეობაში ცხინვალის იზოლატორში იმ საბაბით, რომ მან გადაკვეთა არარსებული საზღვარი და ამით ირღვევა მისი, როგორც ადამიანის, საქართველოს მოქალაქის უფლება, მაგრამ ასევე, როგორც ექიმის უფლება იმიტომ, რომ ექიმებს არ აქვთ საზღვრები, მით უფრო, საკუთარ ქვეყანაში. დღეს როდესაც ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, დამატებით კიდევ სამი ადგილობრივი კასპის რაიონიდან არის უკანონოდ დაკავებული იმისთვის, რომ მათ თავისი საკარმიდამო ტერიტორიებიდან ახლოს შეშით უზრუნველყოფა მოეხდინათ საკუთარი ოჯახების. ამასთან დაკავშირებით მყისიერად ჩაირთო ცხელი ხაზი, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხდება მსგავს შემთხვევებში. მოთხოვნა არის ერთი რომ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პირების გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა