გია ვოლსკი - ვიშრომოთ იმისათვის, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია და არა ისეთი სიტუაცია შევქმნათ, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება ხვალ

ვიშრომოთ იმისათვის, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია და არა ისეთი სიტუაცია შევქმნათ, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება ხვალ, - ეს განცხადება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა. გია ვოლსკიმ 14 დეკემბრის ღონისძიებაზეც ისაუბრა რომელსაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად გეგმავს.

ამასთან, ვოლსკი გამოეხმაურა განცხადებებს, რატომ იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ ოფისთან პარტიის მხარდამჭერები მაშინ, როდესაც მოძრაობა „სირცხვილია“ აქციას მართავდა.

„ჩვენს ოფისთან მოვიდნენ სხვისი აქტივისტები და ჩვენი, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს თურმე იქ ფეხი არ დაედგმებათ - ამას დავაკვირდეთ ყველაფერს! ვიშრომოთ იმისათვის, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია და არა შევქმნათ ისეთ სიტუაცია, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება ხვალ. 14 დეკემბრის ღონისძიებას რაც შეეხება, ეს არის ღონისძიება იმისათვის, რომ დავანახოთ ჩვენი რეალური სახე, ჩვენი საგარეო პოლიტიკის რეალური მიმართულება და პროცესი, რომელსაც ჰქვია ჩამოყალიბება ჩვენი საზოგადოებისა. არ შეიძლება ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე იყოს დამყარებული, რომლებმაც გადაწყვიტეს და „კმარას“ ტიპის ორგანიზაცია შექმნეს. ყურადღებით ვიყოთ, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და ფიზიკურად ნუ დავუპირსპირდებით, ეს არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს