„არემჯის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 17 დეკემბერს სამთოელის დღე აღინიშნება

„არემჯის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 17 დეკემბერს სამთოელის დღე აღინიშნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „არემჯიდან“ აცნობეს, კომპანიაში დასაქმებული 3000-მდე თანამშრომლისთვის, პროფესიული დღე უქმედ გამოცხადდება, ხოლო თანამშრომლები, რომლებიც 24-საათიანი საწარმოო ციკლის გამო ვერ შეძლებენ დასვენებას, აღნიშნული დღის შრომის ანაზაურებას ორმაგი ოდენობით მიიღებენ.

მათი ინფორმაციით, 2019 წლიდან, სამთოელის დღე კომპანიის კორპორატიულ დღედ დაწესდება. ყოველწლიურად 17 დეკემბერს „არემჯის“ წლის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართება. გამოვლინდებიან „წლის საუკეთესო სამთოელები“, რომლებსაც საჩუქრად სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ჯილდოები გადაეცემათ.

,,კომპანიის მენეჯმენტის ინიციატივით, 17 დეკემბერს „სამთოელის დღეს“ ვაწესებთ. სიმბოლურია, რომ სამთოელის დღე, ბარბარობის დღესასწაულზე იქნება. ამიერიდან “სამთოელის” დღე ჩვენს კომპანიაში დასვენება იქნება. ამ ტრადიციის დამკვიდრებით, გვსურს ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ „არემჯის“ სხვადასხვა პროფესიის თანამშრომლების მიმართ. ისინი თავისი ყოველდღიური და დაუღალავი შრომით ქმნიან სამთამადნო საქმეს და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ძლიერ კომანიას“, - განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა