რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა 50 მლნ ლარით გაიზარდა

2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში 50,0 მლნ ლარით გაიზარდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა და შეადგინა 350 მლნ ლარი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 21 მლნ ლარით და შეადგენს 224.0 მლნ ლარს. დამატებული თანხიდან 18,0 მლნ ლარი მიიმართება მიწის რეგისტრაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის, ხოლო 3,0 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო