მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუნდის მიმართ ეკლესიასთან დაკავშირებით ალექსანდრე ერქვანიას საყვედურები გასაკვირია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუნდის მიმართ ეკლესიასთან დაკავშირებით ალექსანდრე ერქვანიას საყვედურები გასაკვირია.

"იმ ფონზე, როცა აქციების დროს "ნაცმოძრაობის" სატელიტები გამოდიან და უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებენ ხატებს, ამ ფონზე თუ სხვა მიმართულებით ისმის საყვედურები, როგორც მინიმუმ გასაკვირია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს, რაც არ უნდა ურწმუნო იყოს, პატივი სცეს გუშინდელ დღეს, ტრადიციას, ისტორიას, რომელშიც უდიდესი როლი და ღვაწლი მიუძღვის ქართულ ეკლესიას და თავი დაანებოს შეურაცხყოფას. ამ ფონზე მიმართულების შეცვლა და საყვედურის სხვა მიმართულებით გაგზავნა, ჩემი აზრით, სწორი არ არის,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.“ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა“, - განაცხადა ერქვანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა