გია ვოლსკი - ალექსანდრე ერქვანიასგან ასეთ შეფასებას ნამდვილად არ ველოდი, მით უმეტეს, როგორც ვიცი, ღვთისმოსავი კაცია

ალექსანდრე ერქვანიასგან ასეთ შეფასებას ნამდვილად არ მოველოდი, მით უმეტეს, როგორც ვიცი, ღვთისმოსავი კაცია,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უმრავლესობიდან წასულ ალექსანდრე ერქვანიას მიერ პლენარულ სესიაზე გაკეთებულ განცხადებებს.

გია ვოლსკის შეფასებით, ალექსანდრე ერქვანიას ბრალდებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

„მე არ მიმაჩნია, რომ ალექსანდრე ერქვანიას წასვლა არის კრიზისი, როგორც თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ რატომღაც, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანს თავის გადაწყვეტილების მიღების სრული შესაძლებლობა აქვს. თუმცა, მთავარი ეს არ არის, მთავარია ის კომენტარები, რაც მან გააკეთა და ბრალდებები უმრავლესობის მიმართ არათუ უსაფუძვლოა, არამედ, ვფიქრობ, პოლიტიკურად ანგაჟირებულია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ტოვებს როგორც პარტია „ქართულ ოცნებას“, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას. დეპუტატმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, ასევე ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაზე ისაუბრა.

„ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა.დღესასწაულებზე ტელეკამერების წინ ხელში კელაპტრებით დგომა ფარისევლობაა“, - განაცხადა ერქვანიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა