აკაკი ცომაია - სასაცილოა ეკონომიკის სამინისტროს განცხადება, რომ ლარის გამყარება მათი დამსახურებაა

ეკონომიკის სამინისტრო თუ გააგრძელებს წარმატებით ასეთი ტიპის განცხადებების კეთებას, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდებით იმაში, თუ რამდენად არაკომპეტენტურები არიან, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომისტი აკაკი ცომაია ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ ლარი მყარდება და ეს მათი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

ძალიან სასაცილოა ეკონომიკის სამინისტროს ასეთი განცხადება, რომ ლარის გამყარება მათი დამსახურებაა. ლარის გამყარება ისეთივე წარმატებით მე რომ დავიბრალო, იგივეა ეკონომიკის სამინისტრო რომ იბრალებს, რომ ლარის გამყარება არის მისი უშუალო წარმატება. ეს არის ძალიან დიდი სისულელე, უბრალოდ მიანიშნებს იმაზე, რამდენად არაკომპეტენტურია ეკონომიკის სამინისტრო“, - განაცხადა ცომაიამ.

მისი თქმით, ლარის გამყარება ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასა და ემიგრანტების მიერ უცხოურ ვალუტაში ფულადი გზავნილების განხორციელებას უკავშირდება.

„პირველი, როგორც იცით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და ცხადია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უნდა მოჰყვეს ლარის გამყარება. კერძოდ, გამკაცრება ქმნის უკვე მოლოდინს, რომ ლარი უნდა გამყარდეს, იმიტომ, რომ სესხების მოცულობა მომავალში უნდა შემცირდეს, ამიტომ მათ, ვისაც აქვთ დანაზოგები უცხოურ ვალუტაში და მათ შორის ესენი არიან ფინანსური მოთამაშეები, საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ყიდულობენ საქართველოში ფასიან ქაღალდებს და ასეთი არაერთია, საკმაოდ მოცულობითია, ესენი დოლარს ახურდავებენ ლარში და ყიდულობენ ამ ლარით ფასიან ქაღალდებს, რაც უკვე იწვევს ლარის გამყარებას. ეს არის ერთი ფაქტორი, რის გამოც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იწვევს ლარის გამყარებას. მეორე გახლავთ ის, რომ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი ტემპი, რომელიც გვაქვს, ამაში ლომის წილი მიუძღვის ემიგრანტების ფულად გზავნილებს უცხოურ ვალუტაში, რომელიც კონკრეტულად კურსში აისახება სწორედ მაშინ, როდესაც იწყება ამ ვალუტის კონვერტირება ლარში, ლარის კურსი დგება იმ მომენტში, როდესაც ხდება დოლარის კონვერტირება ლარში, ანუ თავად გზავნილი თავისთავად არ იწვევს ლარის გამყარებას, ლარის გამყარება იწყება მაშინ, როდესაც ამ გზავნილის გამოყენება ხდება - ლარი უნდა იყიდო არსებული დოლარით. წინასაახლწლო პერიოდში ეს ჩვეულებრი მოვლენაა, როდესაც ამ დანაზოგების კონვერტირება ხდება ლარში, თავისთავად ლარი იწვევს გამყარებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლარი იანვარშიც, თებერვალშიც გამყარდება. ზოგადად დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, როგორი იქნება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა მომავალში და რამდენად მტკიცე იქნება ეროვნული ბანკი იმ მიმართულებით, რომ მან უნდა უზრუნველყოს ფაქტობრივი დონის მიზნობრივ დონემდე ჩამოყვანა“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა