2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 384.6 მლნ ლარით იზრდება და 4 მილიარდ 363 მილიონ ლარს შეადგენს

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 384.6 მლნ ლარით იზრდება და 4 მილიარდ 363 მილიონ ლარს შეადგენს.

აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 3 126.0 მლნ ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 1 078.6 მლნ ლარამდე, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის - 25.0 მლნ ლარი.

მნიშვნელოვნად იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებაც. 2020 წელს აღნიშნული სამინისტროსთვის გამოყოფილია 2 მილიარდ 71.6 მილიონი ლარი, რაც 71.6 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის მაჩვენებელზე. გამოყოფილი თანხის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის 1 მილიარდ 315.2 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

მომავალ წელსვე იზრდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებაც. კერძოდ, მიმდინარე წელთან შედარებით, თითქმის 32 მილიონით მეტს დახარჯავს, რაც 1 მილიარდ 66 მილიონ ლარს შეადგენს.

რამდენიმე ათეული მილიონით იზრდება, ასევე, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების დაფინანსებაც. 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 224 მილიონი ლარია, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 33 მილიონით მეტია. რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აღნიშნული უწყება 2020 წელს 364 მილიონ ლარს დახარჯავს, რაც 111 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის ეკონომიკის სამინისტრო 60 მილიონ ლარს დახარჯავს.

45 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაც და 2020 წელს ის 880 მილიონი ლარი იქნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს