ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ნატახტარში წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში მტკნარი წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებთან ერთად საწარმო გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა დაათვალიერა.

უწყების ცნობით, აღნიშნული საწარმო კომპანია„აქუა ჯორჯიას“ ეკუთვნის, რომელსაც პროდუქცია, ძირითადად, ექსპორტზე ყაზახეთში გააქვს. „აქუა ჯორჯიამ“ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს წყლის მარაგები დაუმტკიცა. მალევე, კომპანიამ ჩამოსხმული წყლის პირველი საცდელი პარტია ყაზახეთში გაიტანა. ნათია თურნავამ კომპანიის მფლობელებს ბიზნესის წარმატებული დასაწყისი მიულოცა.

„დღეს კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მომავალში მათი რიცხვი გაოთხმაგდება და 20 ადამიანი დასაქმდება. ასეთი მცირე წარმოებებიდან შედგება ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა