მთავრობა 2020 წელს ჯამში 3 მილიარდ ლარზე მეტ საშინაო და საგარეო ვალს აიღებს

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 2020 წელს სახელმწიფო 1 200.0 მლნ ლარის ოდენობის საშინაო და 1 867.3 მლნ ლარის ოდენობით საგარეო ვალის აღებას გეგმავს.

„საშინაო ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 1 200.0 მლნ ლარის ოდენობით (პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაიზარდა 300.0 მლნ ლარით). დამატებითი რესურსების მოზიდვა უკავშირდება ქვეყანაში ფინანსური რეზერვების (ე.წ. ბუფერების) შექმნას.

საგარეო ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 1 867.3 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: სექტორულ რეფორმებთან დაკავშირებული ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები - 685.0 მლნ ლარი; საინვესტიციო (პროექტებზე გამოყოფილი) კრედიტები -1 182.3 მლნ ლარი (პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაიზარდა 12.3 მლნ ლარით)”,-აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, 2020 წელს ვალდებულებების კლება შეადგენს 1 022.7 მლნ ლარს, საიდანაც 978.7 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 44.0 მლნ ლარი - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების და დავალიანების დაფარვაზე

სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა 2020 წლის ბოლოსათვის, განისაზღვრება 23 434.9 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 17 968.1 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 466.9 მლნ ლარის ოდენობით.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა